ბრიტანული "ტელაგრაფი" იტყობინება, რომ იანვარში "ნიუკასლი" გაძლიერებას გეგმავს.
გამოცემის ცნობით, კლუბის ხელმძღვანელობას მცველებისა და ნახევარმცველების დამატება სურს და კანდიდატურებს მწვრთნელ ედი ჰაუსთან ერთად შეარჩევენ და ფულს არ დაზოგავენ.
განიხილება შემდეგი კანდიდატურები: ნათანიელ ფილიპსი (ლივერპული), ჯეიმს ტარკოვსკი (ბარნლი), კირიან ტრიპიერი (ატლეტიკო), ჯესი ლინგარდი (მანჩესტერი), როს ბარკლი (ჩელსი) და ჰარი უინკსი (ტოტენჰემი).