"მანჩესტერ სიტის" მთავარმა მწვრთნელმა, პეპ გვარდიოლამ ინგლისის პრემიერ ლიგის საჩემპიონო რბოლაზე ისაუბრა.
"ვფიქრობ, ჩემპიონს 90 ან მეტი ქულა ექნება. გასულ სეზონში პანდემიის გამო მოედანზე მაყურებელი არ დაიშვებოდა, ამიტომ მთლიანად წელი გუნდებისთვის რთული იყო.
ზოგჯერ რაღაც გარემოებების და გამო ქულებს კარგავ, თუმცა ჩემპიონობისთვის ყველაფერი უნდა გაიღო. მომდევნო შეხვედრას "ვულვის" წინააღმდეგ გავმართავთ, ახლა მხოლოდ ამ მატჩზე ვართ კონცენტრირებული" - განაცხადა პეპმა.
შეგახსენებთ, "ქალაქელები" 15 ტურის თავზე 35 ქულით გათამაშების ლიდერია, ხსენებულ შეხვედრას კი დღეს, თბილისის დროით 16:30 საათზე გამართავს.
მომზადებულია Sports-ის მიხედვით