პრემიერლიგის მე-19 ტურში "ნიუკასლმა" "მანჩესტერ იუნაიტედს" უმასპინძლა. მატჩი ფრედ, 1:1 დასრულდა. სანამ შეხვედრის მიმოხილვაზე გადავალთ, უნდა ვთქვათ, რომ "კაჭკაჭებმა" "წითელ ეშმაკებს" მოედანზე აჯობა და ცოტა მეტი იღბლის შემთხვევაში 3 ქულასაც დამსახურებულად აიღებდა.
მასპინძლებმა ანგარიში მე-7 წუთზე ალან სანტ-მაქსიმინის გოლით გახსნეს. შემდეგ ქმნიდნენ მომენტებს, თუმცა დე ხეას კარში გოლი არა და არ გადიოდა.
წონასწორობა ედინსონ კავანიმ 71-ე წუთზე აღადგინა და საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა.
ამრიგად, 17 ტურის შემდეგ "მანჩესტერ იუნაიტედი" 28 ქულით მე-7 ადგილზე იმყოფება, მომდევნო შეხვედრას კი 31 დეკემბერს, "ბარნლის" წინააღმდეგ გამართავს.
"ნიუკასლი" 11 ქულით მე-19 პოზიციას იკავებს, მომდევნო ტურში კი (30 დეკემბერს) "ევერტონს" ესტუმრება.