"ლივერპული" უტევდა, შმეიხელი დაფრინავდა - მერსისაიდელები "მელიებთან" დამარცხდნენ [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
პრემიერლიგის მე-19 ტურში "ლესტერმა" საკუთარ მოედანზე "ლივერპული" 1:0 დაამარცხა.

მე-15 წუთზე სტუმართა თავდამსხმელ მოჰამედ სალაჰის მიერ შესრულებული პენალტი მეკარე კასპერ შმეიხელმა მოიგერია, დამატებაზე კი ეგვიპტელმა თავით ბურთი ხარიხას გაარტყა. სალაჰს აქამდე ზედიზედ 15 პენალტი ჰქონდა რეალიზებული.

59-ე წუთზე გამარჯვების გოლი შეცვლაზე შესულმა მასპინძელთა ფორვარდმა ადემოლა ლუკმანმა გაიტანა.

"ლივერპულს" აქამდე ზედიზედ 34 შეხვედრაში ჰქონდა გოლი გატანილი, შეწყდა მისი ყველა ტურნირზე 11-მატჩიანი წაუგებელი სერია, 41 ქულით მეორე ადგილზეა, ლიდერ "მანჩესტერ სიტის" 6 ქულით ჩამორჩება და 2 იანვარს ლონდონში "ჩელსის" დაუპირისპირდება.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული