"იმედი მაქვს, რომ უკან დავბრუნდები..." - ლუკაკუს "ინტერი" ენატრება

AutoSharing Option
რომელუ ლუკაკუმ საჯაროდ ისაუბრა მილანის "ინტერში" დაბრუნების სურვილზე, შეგახსენებთ, ბელგიელი გასულ ზაფხულს "ჩელსის" შეუერთდა. თავდამსხმელს "არისტოკრატების" სათამაშო სქემა არ მოსწონს, რის გამოც უნდა რომ უკან, "ნერაძურიში" დაბრუნდეს.

"კარგ ფორმაში ვარ, მაგრამ "ჩელსიში" თავს ბედნიერად არ ვგრძნობ" - ციტირებს რომელუს სიტყვებს Sky Sport Italy.

"ტუხელმა სხვა სისტემით თამაში აირჩია, რაც არ მომწონს და ეს სავსებით ნორმალურია. ეს არ უნდა მომხდარიყო (იტალიიდან წამოსვლა) და გულშემატკივარს ბოდიშს ვუხდი, ისინი ძალიან მიყვარს და იმედი მაქვს, რომ უკან დავბრუნდები ჯერ კიდევ იმ დროს, როდესაც კარგად
თამაში შემეძლება".

მომზადებულია Marca-ს მიხედვით


მკითხველის კომენტარები / 1 /
ჩელსი რო გუნდი გეგონა ბიძია და ის წირპლიანი კიდე მწვრთნელი
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული