შეხვედრის პირველი ნახევარი უგოლო ფრით დასრულდა. ანგარიში 55-ე წუთზე გაიხსნა - შვედეთის ახალგაზრდული ნაკრების 19 წლის ფორვარდმა ენტონი ელანგამ "წითელი ეშმაკები" დააწინაურა. ეს ამ კლუბის მაისურით მისი სადებიუტო გოლი იყო. მალევე, 62-ე წუთზე, გრინვუდმა ბრუნო ფერნანდესის კიდევ ერთი შედეგიანი პასი გამოიყენა და ანგარიში გაზარდა. 77-ე წუთზე პორტუგალიელმა ამჯერად მარკუს რაშფორდს გაატანინა, რომელიც შეხვედრაში კრიშტიანო რონალდოს ნაცვლად ჩაერთო. პორტუგალიელმა ვარსკვლავმა მოედანი რალფ რანგნიკზე გაბრაზებულმა დატოვა.
შეხვედრის საბოლოო ანგარიში 85-ე წუთზე დაფიქსირდა - პრესტიჟის გოლი ტონეიმ გაიტანა.
"იუნაიტედს" 35 ქულა აქვს, მე-7 ადგილს იკავებს და 22 იანვარს "ვესტ ჰემს" უმასპინძლებს. 23 ქულის მქონე "ბრენტფორდი" ამავე დღეს "ვულვზს" ესტუმრება.
"მანჩესტერი" აშკარად გადარჩა - "კაჭკაჭების" ბრწყინვალე თამაში და ფრე "იუნაიტედთან" [VIDEO]