შოთამ შეტევა გააძლიერა - არველაძის "ჰალმა" სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს 3 ფეხბურთელი დაიმატა

AutoSharing Option
შოთა არველაძის "ჰალმა" სატრანსფერო გარიგების ბოლო დღეს იაქტიურა და რამდენიმე საინტერესო გარიგებაც გაჩარხა.

როგორც აქამდე იწერებოდა, კლუბმა "ფენერბაჰჩედან" 20 წლის ფორვარდი ალაჰიარ საიდმანეში ინათხოვრა.

აღსანიშნავია, რომ ის სტამბოლელთა წევრი 2019 წლიდან გახლავთ, თუმცა ძირითადი გუნდის ღირსება არასდროს დაუცავს.

ირანელი შემტევის გარდა "ჰალმა" "სუონსიდან" 24 წლის ნახევარმცველი ლიამ უოლში, "ბრენტფორდიდან" კი თავდამსხმელი მარკუს ფორსი ინათხოვრა.

"ვეხვები" მორიგ შეხვედრას 5 თებერვალს გამართავენ და "პრესტონს" უმასპინძლებენ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული