გაუპატიურებასა და სხეულის განზრახ დაზიანებისთვის დაკავებული გრინვუდი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს

AutoSharing Option
მანჩესტერის პოლიციამ "იუნაიტედის" შემტევი მეისონ გრინვუდი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. შეგახსენებთ, ინგლისელი გაუპატიურებასა და სხეულის განზრახ დაზიანებისთვის დააპატიმრეს.

შეგახსენებთ, 20 წლის სპორტსმენი მას შემდეგ დააკავეს, რაც მისმა ყოფილმა შეყვარებულმა ჰარიეტ რობსონმა სოციალურ ქსელში ფოტო და აუდიომტკიცებულება ატვირთა, თუ როგორ ძალადობდა ახალგაზრდა ფეხბურთელი მასზე. გრინვუდმა პატიმრობაში 3 დღე გაატარა, Daily Mail-ის ცნობით კი, 2 თებერვალს გირაოს სანაცვლოდ ციხიდან გამოვიდა.

შეგახსენებთ, "მანჩესტერმა" მეისონი განაცხადიდან ამოიღო, კომპანია "ნაიკმა" კი ათლეტთან კონტრაქტი გაწყვიტა.

გრინვუდი "წითელ ეშმაკებში" 2018 წლიდან თამაშობს, ამ სეზონში 18 შეხვედრა გამართა და
თავი 5 გოლითა და 1 ასისტით გამოიჩინა.

მომზადებულია championat-ის მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 5 /
ესეც საქართველოში გამოიქცევა
ლომი
16:36 02-02-2022
0
ფული ჯოჯოხეთს ანათებს. ვიღაცამ დაწერა ამის კარიერა დამთავრებულია, აგერ მე და აგერ შენ გრინვუდი ნაკრებსაც ითამაშებს და ძალიან მაგრადაც ითამაშებს.მთავარია ფული გქონდეს ან ფულის კეთების წყარო იყო,დანარჩენი ყველაფერი თავისით დალაგდება,როგორც კი ბობოლები მიხვდებიან რომ გრინვუდით ფულს ვეღარ იშოვნიან,მაშინ გაახსენდებათ მისი ძალადობა და სანაგვეზე მოისვრიან
საქართველო
22:07 02-02-2022
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული