რონალდომ პენალტი გააცუდა - "მანჩესტერი" თასიდან ქვედალიგელმა გამოაგდო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ინგლისის თასის მე-4 რაუნდში „მანჩესტერი“ საკუთარ მოედანზე „მიდლსბროსთან“ პენალტების სერიაში დამარცხდა და გათამაშებას გამოეთიშა.

მე-20 წუთზე რონალდომ თერთმეტმეტრიანი ვერ გამოიყენა, 25-ე წუთზე სანჩომ მასპინძლები დააწინაურა, 64-ე წუთზე კრუკსმა ანგარიში გაათანაბრა. აღსანიშნავია, რომ იქამდე ბურთი საჯარიმოში მის თანაგუნდელ უიტმორს ხელზე მოხვდა. ძირითადი და დამატებითი დრო 1:1 დასრულდა. პენალტების სერიაში გადამწყვეტი დარტყმა „იუნაიტედის“ 19 წლის ნახევარმცველმა ელანგამ კარს ააცილა.

1/8 ფინალში ჩემპიონშიფში მე-7 ადგილზე მყოფი „მიდლსბრო“ გავიდა.

მანჩესტერი. „ოლდ ტრაფორდი“. 71 871 მაყურებელი
მანჩესტერი - მიდლსბრო 1:1 (პენ 7:8)
გოლები: 1:0 სანჩო
(25), 1:1 კრუკსი (64)
გამოუყენებელი პენალტი: რონალდო (20)

მკითხველის კომენტარები / 1 /
როლანდოს, ვულოცავთ დაბადების დღეს! ვუსურვებთ ხანგრძლივ საფეხბურთო კარიერას და ბედნიერებას!
თომა
22:28 05-02-2022
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული