ღირსეული საქციელი - ჯეკ გრილიშმა გულშემატკივარი გააბედნიერა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
სოციალურ ქსელში ჯეკ გრილიშის ვიდეო ვირუსულად გავრცელდა. 26 წლის ინგლისელი ვარსკვლავი თანაგუნდელებთან ერთად "ეტიჰადის" სტადიონზე "ფულემის" წინააღმდეგ სათამაშოდ გავიდა. "ქალაქელებმა" ეს შეხვედრა 4:1 მოიგო.

კვირას გავრცელდა ვიდეო, სადაც "სიტის" ერთ-ერთი ვარსკვლავი წინასამატჩო მზადებისთვის მიემართებოდა, რა დროსაც დაინახა, რომ გულშემატკივარი მას ელოდებოდა. ინგლისელი მასთან მივიდა, მაისურზე ავტოგრაფი დაუწერა, შემდეგ კი ჩაეხუტა. ამ ვიდეოს სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

"აბის! მშვენიერო ქალბატონო, მიხარია, რომ დღეს გაგიცანი. სიყვარულით, ჯეკი".

ავტოგრაფისა და მასზე დატანილი წარწერის შემდეგ ფეხბურთელი მივიდა, ჩაეხუტა გოგონას და მასთან სამახსოვრო ფოტოებიც
გადაიღო.

რაც შეეხება "სიტის", შეგახსენებთ, 23 ტურის შემდეგ "ქალაქელები" პრემიერლიგას 57 ქულით ლიდერობს, მეორეადგილოსან "ლივერპულს" კი 9 ქულით უსწრებს (მერსისაიდელებს 1 მატჩით ნაკლები აქვთ ჩატარებული). ჩემპიონთა ლიგაზე პლეი-ოფის პირველ შეხვედრას, სადაც ინგლისელები "სპორტინგს" დაუპირისპირდებიან, 16 თებერვალს, თბილისის დროით 00:00 საათზე ჩაატარებენ.

მომზადებულია si-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული