"მანჩესტერ სიტის" მცველმა კაილ უოლკერმა გუნდის მონდომებაზე ისაუბრა:
"ჩვენ ჩვენი სტანდარტი დავაწესეთ, ყველა მატჩის მოსაგებად გავდივართ.
ასეთ გუნდში არასდროს მითამაშია. შედეგი ფრე სიკვდილის ტოლფასია. ყოველდღიური ვარჯიში აუტანელია, თუმცა 5 სეზონია, რაც აქ ვარ, ჩვენი სტანდარტი დავაწესეთ.
გვსურს, რომ ყველა თამაში მოვიგოთ და ქულა არსად დავკარგოთ, რადგან ჩავარდნის შემთხვევაში ვიცით, რომ ყველაფერი უკეთესადაც შეიძლება.
ერთ რჩევას მოგცემთ: საკუთარ თავს მაღალი სტანდარტი დაუწესეთ, რათა შეეცადოთ მაღალ მიზნებს შეეჭიდოთ", - განაცხადა კაილმა.
მომზადებულია Sports-ის მიხედვით