ზუმამ კატა აწვალა - მთელი ბრიტანეთი აღშფოთებულია

AutoSharing Option
"ვესტ ჰემისა" და საფრანგეთის ნაკრების 27 წლის მცველმა კურტ ზუმამ სახლში კატა აწვალა, რაც მისმა უმცროსმა ძმამ, იონ ზუმამ გადაიღო და სოციალურ ქსელში გაავრცელა. ამან მთელი ბრიტანეთი აღაშფოთა და ფეხბურთელის მკაცრად დასჯას ითხოვენ.

"ვესტ ჰემის" "უოტფორდთან" მატჩისას ზუმა წაიქცა და დაშავდა, მეტოქე გუნდის ფანებმა კი სიმღერა დაიწყეს: "კატას რომ სცემდი, როგორი იყო".

კურტმა და იონმა ბოდიში მოიხადეს, ხოლო პოლიციამ საქმის შესწავლა დაიწყო. ცნობისათვის, ბრიტანეთში ცხოველებისადმი სასტიკად მოპყრობა 5 წლით თავისუფლების აღკვეთით ისჯება.

"მირორი" იტყობინება, რომ კლუბმა კურტ ზუმა ორი კვირის
ხელფასით, 250 ათასი ფუნტით დააჯარიმა. თანხა ცხოველთა დაცვის ფონდში გადაირიცხება, საზოგადოება კი ფეხბურთელის ნაკრებიდან მოკვეთას მოითხოვს. ბრიტანეთის ცხოველთა დაცვის ორგანიზაციამ კურტ ზუმას ორი კატა წაიყვანა და მათზე იზრუნებს.

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 4 /
ჰე, ვინ არის ახლა რასისტი? კატა გაუწვალებია თურმე და ჯარიმები არ აკმარეს და 5 წელი ციხეშიო.
რეალობა
20:42 09-02-2022
8
რას უკეთებდა ასეთს … უნდა გასროკონ თუ კატები არ ევასება 2 ცალი რათ უნდა ??
bejo
20:06 09-02-2022
2

სიახლეები პოპულარული