"ასტონ ვილას" ნახევარმცველმა, ფილიპე კოუტინიომ სტივენ ჯერარდზე ისაუბრა:
"სანამ გუნდს შევუერთდებოდი ვსაუბრობდით კლუბზე, ამბიციებსა და გულშემატკივრებზე. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ისაა, რაც მინდოდა, გადაწყვეტილება მალევე მივიღე. ახლა აქ ვარ და თავს კარგად ვგრძნობ.
ჯერარდს სურს, რომ საუკეთესო მოგვცეს. დიდებული გუნდი და ფეხბურთელები გვყავს, ვიცით, რომ მაღალი მიზნებისთვის ბრძოლა შეგვიძლია. სწორედ ამისთვის ვიბრძვით, სტივენის მიზანი დღიდან-დღემდე, თამაშიდან-თამაშამდე წარმატების მიღწევაა.
მშვენიერია, როდესაც შენს ირგვლივ ადამიანია, რომელიც შენში დარწმუნებულია. ყოველდღიურად ვმუშაობ, მინდა მოედანზე ჩემი მაქსიმუმი ვაჩვენო.
შეუძლია თუ არა ჯერარდს ჯერ კიდევ
თამაში? რა თქმა უნდა, როდესაც მოედანზე ერთი სპორტსმენი გვაკლია, შემოდის, არაფერი დაუკარგავს, ჯერ კიდევ მაღალ დონეზე თამაშობს. "სტივი" ჩემი კერპია და მოხარული ვარ, რომ მასთან ვმუშაობ" - განაცხადა კოუტინიომ.
შეგახსენებთ, პრემიერ ლიგის 22 ტურის შემდეგ "ასტონ ვილა" 27 ქულით მე-11 ადგილზე იმყოფება, მომდევნო შეხვედრას ხვალ, 13 თებერვალს, "ნიუკასლ იუნაიტედის" წინააღმდეგ გამართავს.
მომზადებულია Sports-ის მიხედვით