დიდი ბრიტანეთის პარლამენტის წევრმა კრის ბრაიანტმა განაცხადა, რომ რომან აბრამოვიჩი "ჩელსის" მფლობელი არ უნდა იყოს, - იტყობინება "ტელეგრაფი".
ბრაიანტმა თქვა, რომ ნახა საიმიგრაციო სამსახურის კონტროლისა და უსაფრთხოების დეპარტამენტის დოკუმენტი, რომელიც 2019 წლითაა დათარიღებული და რომელშიც წერია:
"აბრამოვიჩი კვლავ წარმოადგენს ბრიტანეთის მთავრობის ინტერესს მისი რუსეთის მთავრობასთან კავშირის და იმის გამო, რომ ასოცირდება კორუფციულ საქმიანობასთან".
ბრაიანტის თქმით, უკანონო საქმიანობასთან დაკავშირებული პირები ვერ უნდა დაფუძნდნენ ბრიტანეთში, აბრამოვიჩის ზოგიერთი აქტივის, "ჩელსის", სახლის და 150 მილიონი ფუნტის კონფისკაციის საკითხი უნდა განიხილონ და დარწმუნდნენ, რომ პირველი
დონის ვიზების მქონე სხვა პირები არ არიან ასევე დაკავებულნი მავნებლური საქმიანობით.
რუსეთი ინტერვენციისთვის მზადაა - სურკისი გაქცევას არ აპირებს, აბრამოვიჩმა 580 მილიონი დაკარგა
შევჩენკო რუს ოლიგარქთან მეგობრობის გამო არ დანიშნეს პოლონეთის ნაკრების მწვრთნელად