"ჩელსის" მფლობელ, რუს ოლიგარქ რომან აბრამოვიჩს 3 წლის განმავლობაში დიდ ბრიტანეთში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ, შვეიცარიის მოქალაქეობა ვერ მიიღო და ისრაელის მოქალაქე გახდა, ახლა კი პორტუგალიური პასპორტი მიიღო და ინგლისში ვიზის გარეშე შესვლას მოახერხებს, - იტყობინება Público.
მან პორტუგალიის მოქალაქეობა კანონის მიხედვით მიიღო, რომელიც ამის უფლებას პირენეს ნახევარკუნძულზე ადრე მცხოვრებ სეფარდელ ებრაელთა თემის შთამომავლებს აძლევს. აბრამოვიჩმა დოკუმენტები 2020 წლის ოქტომბერში შეიტანა, პროცედურა კი ამა წლის აპრილში დასრულდა.