შევჩენკო რუს ოლიგარქთან მეგობრობის გამო არ დანიშნეს პოლონეთის ნაკრების მწვრთნელად

AutoSharing Option
15 დეკემბერს "ჯენოამ" მწვრთნელი ანდრეი შევჩენკო გადააყენა, მაგრამ კონტრაქტის გაწყვეტის სანაცვლოდ 10 მილიონი ევრო უნდა გადაუხადოს, ამიტომ ხელშეკრულება ვერ გაუწყვიტა და ხელფასს დღემდე უხდის. შევჩენკოს პოლონეთის ნაკრების თავკაცობა შესთავაზეს და ეს საკითხი გადაწყვეტილი იყო, მაგრამ ზემოთ აღნიშნული პრობლემის გამო მისი დანიშვნა ვერ მოხერხდა. Przeglad Sportowy კი ირწმუნება, რომ მთავარი მიზეზი იმისა, რომ უკრაინელი პოლონელთა ეროვნულ გუნდს ვერ ჩაუდგება სათავეში, მისი "ჩელსის" მფლობელ რუს ოლიგარქ რომან აბრამოვიჩთან მეგობრობაა.

პოლონეთი მსოფლიოს ჩემპიონატზე გასასვლელი პლეი-ოფის ნახევარფინალში რუსეთს შეხვდება და გამოცემის მტკიცებით, პოლონური მხარე
შევჩენკოს აბრამოვიჩთან ახლო ურთიერთობამ დააფიქრა.

პოლონეთის ნაკრებს მისი ყოფილი მწვრთნელი ადამ ნავალკა ჩაიბარებს. 64 წლის ნავალკასთან შეთანხმება უკვე მიღწეულია, მას წლის ბოლომდე გაუფორმებენ კონტრაქტს და ამის შესახებ ოფიციალურად ორშაბათს გამოაცხადებენ.

ნავალკას ყოველთვიური ხელფასი 43 ათასი იქნება, ხოლო თუ გუნდი მუნდიალზე გაიყვანა, ბონუსებსაც მიიღებს.

ნავალკა პოლონეთის ნაკრების მწვრთნელი 2013-2018 წლებში იყო და გუნდი მისი ხელმძღვანელობით ევრო 2016-ზე და 2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე გავიდა. 2018 წლის მუნდიალზე პოლონეთი ჯგუფში ჩარჩა და ნავალკა გადადგა.

მკითხველის კომენტარები / 3 /
ეს უკრაინა სულ ეტენება პოლონელებს იმენა რაც ქალია ის კაცია გაიხაროს პოლონელებმა ამ დისოვკების ხელსში ესენი ხან ერტს ეტენებია ხან მეორეს და პოლონეთმაც იცის
mamuka
13:21 30-01-2022
5
აბსურდია ეგ მიზეზი..
უბრალოდ პოლონელები არ დაუშვებდენ იმას რომ უკრაინელი იყოს მთავარი მწვრთნელი..
ჩორნა
22:48 29-01-2022
10

სიახლეები პოპულარული