შექმნილი მძიმე ვითარებიდან გამომდინარე, საფრთხის ქვეშაა მთელ უკრაინაში სპორტული ღონისძიებების ჩატარება, ვინაიდან შეიძლება სამხედრო მდგომარეობა შემოიღონ. Meta-ratings-ის ცნობით, თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, ფეხბურთში ჩემპიონატის განახლება გადაიდება.
კიევის "დინამოს" პრეზიდენტმა იგორ სურკისმა
განაცხადა, რომ რუსეთის თავდასხმის შიში არ აქვს და ქვეყნის დატოვებას არ გეგმავს:
"არსად წასვლას და გაქცევას არ ვაპირებ. ამ რთულ დროს საჭიროა სიმშვიდის შენარჩუნება. თუ პანიკაში ხარ, უკვე დამარცხდი. სისტემატურად კლუბის ოფისში ვიმყოფები. მოვლენების სხვადასხვა სახით განვითარებისთვის მზად ვართ. მჯერა, ჩვენს ქვეყანაში ყველაფერი კარგად იქნება და გულშემატკივრებს მატჩებზე ვეპატიჟები. ჩვენს გუნდებს მხარდაჭერა, ყურადღება და ენერგია სჭირდებათ".
რუსეთის უკრაინაში შესაძლო შეჭრაზე გავრცელებულმა ინფორმაციებმა "ჩელსის" მფლობელ რომან აბრამოვიჩის მდგომარეობაზე სერიოზული გავლენა მოახდინა. "ტაიმსი" იტყობინება, რომ რუსეთ-უკრაინის კრიზისის გამო ერთი დღის განმავლობაში აბრამოვიჩმა დაახლოებით 580 მილიონი ფუნტი დაკარგა.
მეტალურგიული და სამთომომპოვებელი კომპანია Evraz-ის აქციები, რომლის პაკეტსაც რუსი ოლიგარქი ფლობს, 29%-ით გაუფასურდა.
აბრამოვიჩმა Evraz-ის წილი (28.6%) 2006 წელს შეიძინა. გასულ წელს აბრამოვიჩის ქონება 12.1 მილიარდ ფუნტად ფასობდა.
აბრამოვიჩმა Evraz-ის წილი (28.6%) 2006 წელს შეიძინა. გასულ წელს აბრამოვიჩის ქონება 12.1 მილიარდ ფუნტად ფასობდა.