"ბიჭებო, რატომ სხედხართ ყ***ვით და არაფერს ამბობთ?" - იარმოლენკო რუსეთის ნაკრების ფეხბურთელებს მიმართავს

AutoSharing Option
უკრაინის ნაკრებისა და "ვესტ ჰემის" ნახევარმცველმა ანდრეი იარმოლენკომ სოციალური ქსელით ვიდეო გაავრცელა, რომელშიც ის რუს ფეხბურთელებს მიმართავს:

"მე ანდრეი იარმოლენკო ვარ, უკრაინის ნაკრების ფეხბურთელი. დავიბადე პეტერბურგში, თუმცა გავიზარდე უკრაინაში და ჩემს თავს 100%-ით უკრაინელად ვთვლი.

რუსეთის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებთან კითხვა მაქვს... ბიჭებო, რატომ სხედხართ ყ***ვით და არაფერს ამბობთ?

ჩემს ქვეყანაში ხოცავენ ხალხს, დედებს, ცოლებს, ხოცავენ შვილებს, მაგრამ თქვენ ჩუმად ხართ და ხმას არ იღებთ...

მითხარით, რა იქნებოდა, რომ ყველა ერთად გაერთიანებულიყავით და გეჩვენებინათ ხალხისთვის, რეალურად რა ხდება ჩემს ქვეყანაში?!

ბიჭებო,
თქვენი გავლენა ხალხზე დიდია! ვიცი, რომ ზოგიერთ თქვენგანს მოსწონს ყვე*ბის ჩვენება კამერებთან, მაგრამ ახლა დროა აჩვენოთ თქვენი ყვე*ბი რეალურ ცხოვრებაში.

მადლობა ყურადღებისთვის, დიდება უკრაინას!" - ამბობს იარმოლენკო.
მკითხველის კომენტარები / 6 /
რუსებსაც და უკრაინელებსაც საერთო წარსული აქვთ, მსგავსი ენა და კულტურა აქვთ, რა არის მათთვის გასაყოფი რომ მშვიდობას ომი ამჯობინეეს??? ოკეანის მიღმა უცხო ქვეყანამ როგორ უნდა აჯობოს ძმობას და მეგობრობაას???
ნატაშკა
16:50 03-03-2022
57
ვიდიჩი სერბეთის ომის საფრთხის დროს ფერგიუსონს დაეთხოვა და მანჩესტერი მიატოვა სამშობლოს დასაცავად.
შენ ბიძი პრემიერლიგაში ითამაშო და საქართველოდან ჩადიან საომრად მოხალისეები-ეს სად წერია?
მნ...ლა ძიუბა რო პუტინს არ დაუპირისპირდება შენც ხო ხვდები.ასე რომ სოც ქსელში პატრიოტობაც არ არის მაგარი საქმე როცა ქვეყანას გიბომბავენ
Levani
23:58 03-03-2022
10
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული