უკრაინელმა მიკოლენკომ "ევერტონს" უკაპიტნა

AutoSharing Option
ინგლისის თასის 1/8-ფინალში "ევერტონმა" საკუთარ მოედანზე "ბორემ ვუდი" 2:0 ხოსე რონდონის დუბლით დაამარცხა და გათამაშების შემდეგ ეტაპზე გავიდა.

ორივე გუნდის ფეხბურთელები მოედანზე უკრაინის დროშებით გავიდნენ, ხოლო მასპინძლებს 22 წლის უკრაინელმა მცველმა ვიტალი მიკოლენკომ უკაპიტნა, რომელმაც 1 საათი ითამაშა.

ასე გამოუცხადა მხარდაჭერა ლივერპულურმა კლუბმა რუს ოკუპანტებთან მეომარ უკრაინას.

შეგახსენებთ, 2 მარტს, თასის მერვედფინალში, "პიტერბოროსთან" "მანჩესტერ სიტის" გუნდის თავი ოლეკსანდრ ზინჩენკო იყო.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული