"ბოლო 12-13 წლის განმავლობაში ყველაზე რთული მეტოქე ჩემთვის..." - გვარდიოლამ საუკეთესო მოწინააღმდეგე დაასახელა

AutoSharing Option
"მანჩესტერ სიტის" მთავარმა მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ კარიერაში ყველაზე რთული მოწინააღმდეგე დაასახელა.

"ვიმედოვნებ, რომ "ლივერპულისთვის" ჩვენც თავის ტკივილი ვართ. ხშირად მითქვამს, რომ მწვრთნელის წარმატება ისაა, რომ მზად იყო ყოველწლიურად გამარჯვებისთვის. როცა 3 ტიტულს ვიგებთ, კონცენტრაციას არ ვკარგავთ და ჩვენს საქმეს ვაგრძელებთ.

როგორც მწვრთნელისთვის, ბოლო 12-13 წლის განმავლობაში ყველაზე რთული მეტოქე ჩემთვის "ლივერპულია". ისინი უბრალოდ შეუდარებლები არიან" - განაცხადა პეპმა.

შეგახსენებთ, 28 ტურის შემდეგ "ქალაქელებს" 69 ქულა აქვს და პრემიერლიგის სათავეშიც იმყოფება. მერსისაიდელები 27 მატჩის შემდეგ 63 ქულით მე-2 პოზიციას იკავებენ.

მომზადებულია
Sports-ის მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული