"მანჩესტერ სიტის" მთავარმა მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ კარიერაში ყველაზე რთული მოწინააღმდეგე დაასახელა.
"ვიმედოვნებ, რომ "ლივერპულისთვის" ჩვენც თავის ტკივილი ვართ. ხშირად მითქვამს, რომ მწვრთნელის წარმატება ისაა, რომ მზად იყო ყოველწლიურად გამარჯვებისთვის. როცა 3 ტიტულს ვიგებთ, კონცენტრაციას არ ვკარგავთ და ჩვენს საქმეს ვაგრძელებთ.
როგორც მწვრთნელისთვის, ბოლო 12-13 წლის განმავლობაში ყველაზე რთული მეტოქე ჩემთვის "ლივერპულია". ისინი უბრალოდ შეუდარებლები არიან" - განაცხადა პეპმა.
შეგახსენებთ, 28 ტურის შემდეგ "ქალაქელებს" 69 ქულა აქვს და პრემიერლიგის სათავეშიც იმყოფება. მერსისაიდელები 27 მატჩის შემდეგ 63 ქულით მე-2 პოზიციას იკავებენ.
მომზადებულია
Sports-ის მიხედვით