პრემიერლიგის 28-ე ტურში "არსენალი" "უოტფორდს" ესტუმრა და 3:2 დაამარცხა.
ანგარიში მარტინ ოდეგორმა მე-5 წუთზე გახსნა, კუჩო ერნანდესმა მე-11 წუთზე მაკრატელა დარტყმით ანგარიში გაათანაბრა, 30-ე წუთზე ბუკაიო საკამ "მეთოფეები" კიდევ ერთხელ დააწინაურა.
მე-2 ტაიმში, 52-ე წუთზე, გაბრიელ მარტინელიმ სხვაობა ორბურთიანი გახადა. საბოლოო ანგარიში 87-ე წუთზე მუსა სისოკომ დააფიქსირა.
25 თამაშის შემდეგ "არსენალი" 48 ქულით მე-4 ადგილზე იმყოფება. შემდეგ შეხვედრას 13 მარტს, "ლესტერის" წინააღმდეგ ჩაატარებს.
"უოტფორდს" 19 ქულა აქვს და მე-19 პოზიციას იკავებს, 10 მარტს კი "ვულვზს" ესტუმრება.