აბრამოვიჩის იმპერია ინგრევა - "ჩელსი" მატჩის წინ ლამის ფორმის გარეშე დარჩა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
სანამ რომან აბრამოვიჩი "ჩელსის" გაყიდვის თაობაზე სხვადასხვა ბიზნესმენს ევაჭრებოდა, დიდი ბრიტანეთის მთავრობამ, როგორც რუსეთის პრეზიდენტ პუტინთან დაკავშირებულ ოლიგარქს, სანქციები დაუწესა, აქტივები გაუყინა და გაერთიანებული სამეფოს ტერიტორიაზე შესვლა და იქ ყოფნა აუკრძალა. მას არ აქვს კლუბის გაყიდვის უფლება, ხოლო კლუბი სატრანსფერო საქმიანობას ვერ განახორციელებს.

პრემიერლიგის 28-ე ტურში "ჩელსიმ" სტუმრად 3:1 დაამარცხა აუტსაიდერი "ნორვიჩი", მატჩის დაწყების წინ კი გუნდი ცუდ სიტუაციაში აღმოჩნდა, რადგან სატიტულო სპონსორმა, სატელეკომუნიკაციო კომპანია Three-მ "არისტოკრატებთან" თანამშრომლობა შეაჩერა, ლოგოს გამოყენება აუკრძალა და ახალი ფორმის 20 კომპლექტის შესაძენად კლუბის თანამშრომელს
მაღაზიაში მოუწია წასვლა. ამის შესახებ ინფორმაცია The Time-ის ჟურნალისტმა მეტ ლოუტონმა გაავრცელა. თუმცა, საბოლოოდ, "ჩელსის" "ნორვიჩთან" Three-ის ლოგოიანი ფორმით თამაშის უფლება მისცეს.

ნამატჩევს კომენტარი ლონდონური გუნდის მწვრთნელმა ტომას ტუხელმა გააკეთა.

"ვნახოთ, დარჩება თუ არა ყველაფერი ისე, როგორც არის. ამას გუშინ არ ველოდი და არ ვიცი, რა იქნება ხვალ. ყველას შეუძლია დარწმუნებული იყოს, რომ ჩვენ კონცენტრირებულნი ვართ იმაზე, რომ საქმისადმი სწორი მიდგომა შევინარჩუნოთ; აგრეთვე - მენტალიტეტი ვარჯიშებსა და გუნდის შიგნით.

ვიდრე ერთმანეთის ნდობა გვაქვს, ეს არ შეიცვლება. ჯერჯერობით საკმაო რაოდენობის მაისურები გვაქვს, ავტობუსიც, რათა შეხვედრებზე წავიდეთ. ამას გავაკეთებთ და ვიბრძოლებთ", - ციტირებს ტუხელს BBC.

"გაძეტა დელო სპორტის" ცნობით, "ჩელსის" ფეხბურთელების - ანტონიო რუდიგერის, ჟორჟინიოს, ჰაკიმ ზიეშისა და კრისტიან პულიშიჩის გადაბირებას "იუვენტუსი" ცდილობს.

მკითხველის კომენტარები / 10 /
რაო "ნატო დეიდამ" ვერაო.... არ შემიძლიაო! ვაი ვისაც ამ აფერისტების გჯერათ რა? აეყუდეთ ნატოიას კარებთან და იდექით ეგრე საუკუნე.
ევროპათუმეეობებო და ამერიკათუმეეობებო.
11 მარტი 2022 22:09
3
ფეხბურთის მესვეურები რას ფიქრობენ?..ზელენსკის გულისთვის ყველაფრის დანგრევა არ შეიძლება
ვივა
11 მარტი 2022 21:49
2
გუნდმა რა დააშავა, ამით ხომ ისინიც ზარალდებიან!
ლეო
11 მარტი 2022 16:03
3
ყველა ქცეყნის ლიდერს ბიზნესმენს ფიფას და უეფას კიდე ბევრია ვისავ მინდა ერთი კითხვა დავუსვა 24 თებერვლამდე პუტინი ანგელოზი იყო? მაინდამაინც ომი იყო საჭირო? სიტყვაზე გასული წლის 5 აპრილს რო დაგეწესებინათ ეგ სანქციები არ შეიძლებოდა? რა მიზეზს ვერ მოგცემდათ პუტინი თუ რა? კი არიან მართლა გულით რო შეტკივა მარა ბევრნი ისეთები არიან ვითომ სოლიდალურები რო არიან უბრალოდ სხვა გზა არ აქვთ მაგ სანქციების მოფიქრება აქამდეც შეიძლებოდა გამოთქმა სჯობს გვიან საერთოდ არ გამართლებთ როცა ყველაფერი თქვენზე არის დამოკიდებული და არა ბედის გამართლებაზე
ნოდო
11 მარტი 2022 11:57
2
ეგრე მარტივად არ არი რა. მაგ სანქციებით თვითონაც ზიანდებიან და თავისი ხალხიც ზიანდება, რომლის დიდმა ნაწილსაც სულ არ აინტერესებს რუსეთ უკრაინის და საქართველოს ამბები, მაგრამ დაბომბილ ქალაქებს და მოკლულ ბავშვებს რომ ხედავს მერე ხვდება. ეგ ქვეყნები დემოკრატიებია და მთავრობა იმ გადაწყვეტილებების მიღებას ცდილობს, რასაც მოსახლეობა მხარს დაუჭერს და არა პირიქით როგორც ღრუსეთშია.
დათო
11 მარტი 2022 17:49
1
ამ კაცის ვერ გამიგია, რატომ უნდა ჩაყვეს საფლავში პუტინს
დავით 67
11 მარტი 2022 08:42
6
სულ …… სამყარო!!!
Musenbezi
11 მარტი 2022 04:03
11
კი ცდილობ შეინიღბო,მაგრამ ადვილად იშიფრები,რუსოფილო! დიახ,მთელი რუსეთია დამნაშავე იმაში,რომ ასეთი ხელისუფლება ჰყავს,უკლებლივ რუსეთის ყველა მოქალაქე და შესაბამისად,პასუხიც კოლექტიურად უნდა აგონ!!!
Simartle-ს
11 მარტი 2022 19:10
1
Musenbezi გეთანხმები!!!!
პუტინი ვინც არის და რაც არის ყველამ ვიცით დიდი ხანია. რა შუაშია ეროვნება რუსი? კაი აბრამოვიჩი ვითომ ოლიგარქია და მაგიტომ, მაგრამ ნაიკიდა დანარჩენები გამოქლიავდნენ? ფეხბურთელები რა შუაშია ან სპორტო საერთოდ? მოიცა რა რუსი თუ ხარ ესეიგი ცუდი ხარ და აღარც სპორტი უნდა იყოს და აღარც არაფერი? რა მიდგომაა ეს ვერ გამიგია. გაანადგურეთ პიტინი და ვინც გინდათ, მაგრამ სპორტი რაშუაშია? ვინც მკვლელობას ამართლებს(ნებისმიერი საქმის წარმოადგენელი) იმათ დაუწესეთ სანქციები პერსონალურად. რა რის ეს მთელ რუსეთს რომ დაუწესეს ბლიად. ვინც ნამდვილი სპორცმენია და ბურთს აგორებს ტუ ჩოგანს იქნევს ის რა შუა თუ პუტინი ყ...?
simartle
11 მარტი 2022 17:54
3
ყველა გამოხმაურება
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული