სანამ რომან აბრამოვიჩი "ჩელსის" გაყიდვის თაობაზე სხვადასხვა ბიზნესმენს ევაჭრებოდა, დიდი ბრიტანეთის მთავრობამ, როგორც რუსეთის პრეზიდენტ პუტინთან დაკავშირებულ ოლიგარქს, სანქციები დაუწესა, აქტივები გაუყინა და გაერთიანებული სამეფოს ტერიტორიაზე შესვლა და იქ ყოფნა აუკრძალა. მას არ აქვს კლუბის გაყიდვის უფლება, ხოლო კლუბი სატრანსფერო საქმიანობას ვერ განახორციელებს.
პრემიერლიგის 28-ე ტურში "ჩელსიმ" სტუმრად 3:1 დაამარცხა აუტსაიდერი "ნორვიჩი", მატჩის დაწყების წინ კი გუნდი ცუდ სიტუაციაში აღმოჩნდა, რადგან სატიტულო სპონსორმა, სატელეკომუნიკაციო კომპანია Three-მ "არისტოკრატებთან" თანამშრომლობა შეაჩერა, ლოგოს გამოყენება აუკრძალა და ახალი ფორმის 20 კომპლექტის შესაძენად კლუბის თანამშრომელს მაღაზიაში მოუწია წასვლა. ამის შესახებ ინფორმაცია The Time-ის ჟურნალისტმა მეტ ლოუტონმა გაავრცელა. თუმცა, საბოლოოდ, "ჩელსის" "ნორვიჩთან" Three-ის ლოგოიანი ფორმით თამაშის უფლება მისცეს.
ნამატჩევს კომენტარი ლონდონური გუნდის მწვრთნელმა ტომას ტუხელმა გააკეთა.
"ვნახოთ, დარჩება თუ არა ყველაფერი ისე, როგორც არის. ამას გუშინ არ ველოდი და არ ვიცი, რა იქნება ხვალ. ყველას შეუძლია დარწმუნებული იყოს, რომ ჩვენ კონცენტრირებულნი ვართ იმაზე, რომ საქმისადმი სწორი მიდგომა შევინარჩუნოთ; აგრეთვე - მენტალიტეტი ვარჯიშებსა და გუნდის შიგნით.
ვიდრე ერთმანეთის ნდობა გვაქვს, ეს არ შეიცვლება. ჯერჯერობით საკმაო რაოდენობის მაისურები გვაქვს, ავტობუსიც, რათა შეხვედრებზე წავიდეთ. ამას გავაკეთებთ და ვიბრძოლებთ", - ციტირებს ტუხელს BBC.
"გაძეტა დელო სპორტის" ცნობით, "ჩელსის" ფეხბურთელების - ანტონიო რუდიგერის, ჟორჟინიოს, ჰაკიმ ზიეშისა და კრისტიან პულიშიჩის გადაბირებას "იუვენტუსი" ცდილობს.
პუტინი ვინც არის და რაც არის ყველამ ვიცით დიდი ხანია. რა შუაშია ეროვნება რუსი? კაი აბრამოვიჩი ვითომ ოლიგარქია და მაგიტომ, მაგრამ ნაიკიდა დანარჩენები გამოქლიავდნენ? ფეხბურთელები რა შუაშია ან სპორტო საერთოდ? მოიცა რა რუსი თუ ხარ ესეიგი ცუდი ხარ და აღარც სპორტი უნდა იყოს და აღარც არაფერი? რა მიდგომაა ეს ვერ გამიგია. გაანადგურეთ პიტინი და ვინც გინდათ, მაგრამ სპორტი რაშუაშია? ვინც მკვლელობას ამართლებს(ნებისმიერი საქმის წარმოადგენელი) იმათ დაუწესეთ სანქციები პერსონალურად. რა რის ეს მთელ რუსეთს რომ დაუწესეს ბლიად. ვინც ნამდვილი სპორცმენია და ბურთს აგორებს ტუ ჩოგანს იქნევს ის რა შუა თუ პუტინი ყ...?