"კრისტალ პალასმა" "არსენალს" გადაურბინა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
პრემიერლიგის 31-ე ტურში "კრისტალ პალასმა" "არსენალს" უმასპინძლა და 3:0 დაამარცხა.

პირველი ტაიმი 2:0 დასრულდა. გოლები ჯინ-ფილიპ მატეტამ (16) და ჯორდან აიუმ (24) გაიტანეს, საბოლოო ანგარიში კი ვილფრიდ ზაჰამ 74-ე წუთზე დააფიქსირა.

ამრიგად, "მეთოფეები" 29 გამართული შეხვედრის შემდეგ 54 ქულით მე-5 ადგილზე იმყოფება. შემდეგ შეხვედრას 9 აპრილს, "ბრაიტონის" წინააღმდეგ ჩაატარებენ.

"კრისტალ პალასი" 37 ქულით მე-9 პოზიციას იკავებს, 10 აპრილს კი "ლესტერს" ესტუმრებიან.

მკითხველის კომენტარები / 1 /
Araushavs, dakarguli qulebis mixedvit jerjerobit mainc favoritebi vart otxeulistvis brdzolashi.
COYG
15:49 05-04-2022
0

სიახლეები პოპულარული