
"წითელი ეშმაკების" ექსვარსკვლავმა განაცხადა, რომ პორტუგალიელი ისეთი ფეხბურთელი აღარაა, როგორიც წლების წინ იყო. უეინ რუნის მხარი ჯეიმი კარაგერმაც აუბა და Sky Sports studio-ს ეთერში ღიად თქვა, რომ რონალდოს "იუნაიტედში" ტრანსფერი არაა გამართლებული.
"ორი შურიანი" - წერს კრიშტიანო.
შეგახსენებთ, 30 ტურის შემდეგ "მანჩესტერ იუნაიტედი" 51 ქულით ინგლისის პრემიერლიგაში მე-7 ადგილს იკავებს. მომდევნო შეხვედრას 9 აპრილს, "ევერტონის" წინააღმდეგ ჩაატარებს.
მომზადებულია Sports-ის მიხედვით