"ლივერპულის" გულშემატკივრების ღირსეული ინიციატივა

AutoSharing Option
"მანჩესტერ იუნაიტედისა" და პორტუგალიის ნაკრების ლიდერმა კრიშტიანო რონალდომ ახალშობილი შვილის გარდაცვალება დაადასტურა.

მოგეხსენებათ, დღეს, 19 აპრილს, პრემიერლიგის 30-ე ტურში, "წითელი ეშმაკები" "ლივერპულს" ესტუმრება.

მერსისაიდული გუნდის გულშემატკივრებმა სოციალური ქსელის მეშვეობით თამაშზე დამსწრე საზოგადოებას ხმა მიაწვდინეს, რომ მატჩის მიმდინარეობისას, მე-7 წუთზე, ფეხზე წამოდგნენ და ისტორიაში ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელს აპლოდისმენტები მიუძღვნან. მართალია, კრიშტიანო ხსენებულ შეხვედრას გამოტოვებს, თუმცა მოწინააღმდეგე გუნდის ფან-კლუბისგან მსგავსი ინიციატივა ერთიორად დასაფასებელია.

შეგახსენებთ, რონალდოს მეუღლე ჯორჯინა როდრიგესი ტყუპზე იყო ფეხმძიმედ. მშობიარობის შემდეგ პატარა გოგონა გადარჩა, ბიჭი კი გარდაცვლილი დაიბადა.

"ლივერპულისა" და
"იუნაიტედის" შეხვედრა თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.

მომზადებულია Sports-ის მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 2 /
არადა ბევრს არ ვეხატებით გულზე,რადგან კარგი არავის უყვარს. ლივერპულის წითელი მხარე ასეთი იყო სულ,იციან რა და როგორ უნდა გაკეთდეს. არც ქართველ სქაუზერებს დაეწუნებათ რამე :) ზოგადად, მიჩნეულია რო თუ გინდა გიქომაგონ საუკეთესოებმა,მაშინ ლივერპულში უნდა მოხვიდე,თუ ფული გინდა პსჟ და სიტი არსებობს. ამიტომ გადმოვიდა ტიაგო ჩვენთან და ამიტომ მოვიდა დეიკი.

ორი დღის წინ,უემბლიზე უღირსი საქციელის მომსწრენი გავხდით სიტის ფანების შესრულებით.15 აპრილი ლივერპულის ისტორიაში მძიმე თარიღია და წუთიერი დუმილის დროს ვიღაცეებმა სიტის ტრიბუნიდან უპატივცემულობა გამოხატეს. ამ გუნდს 5 ფანი ყავს და 4 უღირსი. აქვე უნდა აღინიშნოს,რომ იმ პერიოდშიც და მერეც ევერტონის და იუნაიტედის ფანებმა მხარდაჭერა გამოგვიცხადეს,რაც ასევე დასაფასებელია და ყოველთვის ვაფასებ მსგავს ქცევას. სხვათაშორის,გამომცემლობა ს*ნი თავისი დანაშაულისთვის არავისთვის არის სასურველი სტუმარი ქალაქ ლივერპულში,ევერტონაც ვგულისმობ. მოედანზე და მის გარეთაც ყოფილა ჩხუბები,მაგრამ პატივისცემას ყოვლეთვის გამოვხატავდით ერთმანეთის მიმართ.
ფეხბურთი უფრო მეტია,ვიდრე სპორტი
13:03 20-04-2022
0
ლივეროს ფანობა სხვა ლეველზეა.
დავით2101
11:29 20-04-2022
0
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული