"დორტმუნდის" თავდამსხმელმა ერლინ ჰოლანმა "მანჩესტერ სიტიში" გადასვლაზე თანხმობა განაცხადა. The Athletic-ის ცნობით, 21 წლის ნორვეგიელის წარმომადგენლებმა და "ქალაქელებმა" კონტრაქტის პირველი დეტალები შეათანხმეს და ახლა კლუბებმა უნდა მოილაპარაკონ.
ერლინი ლიდსშია დაბადებული. მისი მამა, ალფ-ინგე ჰოლანი "ლიდსის", "ნოტინგემ ფორესტისა" და "მანჩესტერ სიტის" ღირსებას იცავდა.
ამ სეზონში ერლინმა "დორტმუნდში" 26 მატჩში 25 გოლი გაიტანა და 8 საგოლე გადაცემა გააკეთა.