დარჩება თუ არა რონალდო "მანჩესტერში" - რას ამბობს "იუნაიტედის" ახალი მწვრთნელი

AutoSharing Option
"მანჩესტერ იუნაიტედის" ახალმ მწვრთნელმა ერიკ ტენ ჰაგმა, რომელიც კლუბში მუშაობას ზაფხულიდან შეუდგება, გუნდში პორტუგალიელი ვარსკვლავის კრიშტიანო რონალდოს მომავალზე ისაუბრა. 

ნიდერლანდელი სპეციალისტის თქმით, ყველა მოთამაშეს აქვს გუნდში დარჩენის შანსი, თუ ისინი მის მოთხოვნებს შეასრულებენ. ეს ინსტრუქცია ასევე ეხება გუნდის ლიდერ კრიშტიანუ რონალდუს.

"ჩემს სტილს არც "იუნაიტედში" შევიცვლი. მოთამაშებსს ჩემს ხედვასა და დავალებებს გავაცნობ, თუ ისინი დავალებას ვერ შეასრულებენ, ამას პირადად ჩემგან გაიგებენ. ეს ეხება ასევე რონალდოსაც. თითოეულ ფეხბურთელს ვეტყვი, თუ რა იქნება ჩვენი მიზანი", - ამბობს ტენ ჰაგი.

შეგახსენებთ, რომ 37
წლის პორტუგალიელ ვარსკვლავს "წითელ ეშმაკებთან" კონტრაქტი 2023 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული