პრემიერ ლიგის 36-ე ტურში "ბრაიტონმა" "მანჩესტერ იუნაიტედს" უმასპინძლა და 4:0 დაამარცხა.
მასპინძლები პირველ ტაიმში მოისეს კაისედოს (15) გოლის წყალობით დაწინაურდნენ, მე-2 ნახევარში "თოლიებმა" 11 წუთიან მონაკვეთში "წითელი ეშმაკების" კარი სამჯერ აიღეს და სხვაობაც გამანადგურებელი გახადეს, თავი მარკ კუკურელამ (49), პასკალ გროსმა (57) და ლეანდრო ტროსარდმა (60) გამოიჩინეს.
ამრიგად, "მანჩესტერ იუნაიტედი" 58 ქულით მე-6 ადგილს იკავებს, მომდევნო შეხვედრას 22 მაისს, "კრისტალ პალასის" წინააღმდეგ ჩაატარებს.
"ბრაიტონი" 47 ქულით მე-9 პოზიციაზე იმყოფება, 15 მაისს კი "ლიდს იუნაიტედს" ესტუმრება.