"მანჩესტერ სიტიმ" გაბრიელ ჟესუსს ფასი დაადო.
"ქალაქელები" 25 წლის ბრაზილიელს 50-60 მილიონი ევროს ფარგლებში შეელევიან. "სელესაოელს" მანჩესტერელებთან კონტრაქტი 2023 წლამდე აკვაშირებს.
ჟესუსის სამსახურით "არსენალი" ინტერესდება და სულ მალე პირველ შეთავაზებასაც გააკეთებენ, ფეხბურთელის აგენტის თქმით კი, გაბრიელი "მეთოფეების" პროექტით დაინტერესებულია და დიდი ალბათობითაც კარიერას ლონდონში გააგრძელებს.
რაც შეეხება სამხრეთ ამერიკელი ფეხბურთელის მიმდინარე სეზონის სტატისტიკურ მონაგარს, ბრაზილიელმა ფორვარდმა ინგლისის პრემიერ ლიგაში 26 მატჩი გამართა, თავი 8 გოლითა და ამდენივე ასისტით გამოიჩინა.
მომზადებულია Sports-ის მიხედვით