ტენ ჰაგმა ტრანსფერებზე მუშაობა დაიწყო - 140 მილიონი და 3 ვარსკვლავი

AutoSharing Option
ერიკ ტენ ჰაგმა და მისმა კოლეგებმა "მანჩესტერ იუნაიტედის" შემადგნელობის განახლებაზე ფიქრი დაიწყეს.

De Telegraaf-ის ცნობით, "წითელი ეშმაკების" ხელმძღვანელობა მზადაა ზაფხულში 140 მილიონი ევრო დახარჯოს.

გუნდის ახალ მთავარ მწვრთნელს ვარიანტებიც შერჩეული აქვს - იურიენ ტიმბერი ("აიაქსი"), ენტონი ("აიაქსი") და ფრენკი დე იონგი ("ბარსელონა").

ამასთან ერთად გეტყვით იმასაც, რომ ნიდერლანდელი სპეციალისტი "მანჩესტერ იუნაიტედისა" და "კრისტალ პალასის" შეხვედრას დაესწრება. მატჩი 22 მაისს, თბილისის დროით 19:00 საათზე გაიმართება.

მომზადებულია sports-ის მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 2 /
ტენ ჰაგი მართლა კარგი მწვრთნელია, მარა პრემიერ ლიგა და ერიდივიზიონს შორის სხვაობა დიდია. ლიგის ზონაში თუ შეიყვანა მანიუ კარგი შედეგი იქნება.
G.LA
15:53 19-05-2022
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული