პრემიერლიგის ბოლო ტური ჩატარდა და ჩემპიონიც გაირკვა.
"მანჩესტერ სიტი" საკუთარ მოედანზე "ასტონ ვილასთან" 76-ე წუთამდე 0:2 მარცხდებოდა, მაგრამ შემდეგ 6 წუთში 3 გოლი გაიტანა, გაიმარჯვა და უკანასკნელ 5 წელში მეოთხედ, ისტორიაში კი მერვედ გახდა ჩემპიონი. "ქალაქელთა" მწვრთნელმა გვარდიოლამ მეოთხედ მოიგო პრემიერლიგა. მასზე უკეთესი შედეგი მხოლოდ ფერგიუსონს აქვს, რომლის ხელმძღვანელობით "მანჩესტერი" ცამეტჯერ გახდა ჩემპიონი.
"ლივერპულმა" სახლში "ვულვერჰემპტონი" 3:1 დაამარცხა და მეორე ადგილს დასჯერდა.
მომავალ სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე "მანჩესტერ სიტი", "ლივერპული", "ჩელსი" და "ტოტენჰემი" იასპარეზებენ, ევროპა ლიგაზე მონაწილეობას "არსენალი" და "მანჩესტერი" მიიღებენ, ხოლო კონფერენს ლიგაზე - "ვესტ ჰემი".
მანჩესტერი. "ეტიჰადი"
მანჩესტერ სიტი - ასტონ ვილა 3:2
გოლები: 0:1 კეში (37), 0:2 კოუტინიო (69), 1:2 გიუნდოგანი (76), 2:2 ერნანდესი (79), 3:2 გიუნდოგანი (82)
ლივერპული - ვულვერჰემპტონი 3:1
გოლები: 0:1 პედრო ნეტო (3), 1:1 მანე (24), 2:1 სალაჰი (84), 3:1 რობერტსონი (89)
სხვა მატჩები
არსენალი - ევერტონი 5:1
ბრენტფორდი - ლიდსი 1:2
ბრაიტონი - ვესტ ჰემი 3:1
ბარნლი - ნიუკასლი 1:2
ჩელსი - უოტფორდი 2:1
კრისტალ პალასი - მანჩესტერი 1:0
ლესტერი - საუთჰემპტონი 4:1
ნორვიჩი - ტოტენჰემი 0:5