"სიტი" გიუნდოგანს უშვებს? "არსენალი" გერმანელით ინტერესდება

AutoSharing Option
Daily Star-ის ინფორმაციით, "არსენალი" "მანჩესტერ სიტის" ფეხბურთელით, ილქაი გიუნდოგანით დაინტერესდა.

წყაროს თქმით, "ქალაქელები" მზად არიან 31 წლის ფეხბურთელი გაასხვისონ.

ილქაის "სიტისთან" ხელშეკრულება 2023 წლის ივნისში ეწურება.

რაც შეეხება ნახევარმცველის სტატისტიკურ მონაგარს, გერმანელმა ფეხბურთელმა წელს 43 მატჩი ჩაატარა და თავი 10 გოლითა და 7 ასისტით გამოიჩინა. ამასთანავე, შეგახსენებთ, რომ სწორედ მან გაიტანა "ასტონ ვილასთან" (3:2) 2 გოლი და საკუთარ გუნდს პრემიერლიგა მოაგებინა.

მომზადებულია Championat-ის მიხედვით


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული