ლევანდოვსკი "ჩელსიში" მხოლოდ ერთ შემთხვევაში გადავა

AutoSharing Option
ინგლისური პრესის ინფორმაციით, "ჩელსი" პოლონელი ფორვარდის, რობერტ ლევანდოვსკის დამატებას აქტიურად ცდილობს და მისი სახით რომელუ ლუკაკუს შემცვლელი ჰყავს შეგულებული.

მიუხედავად ამისა, თავად "ბაიერნის" თავდამსხმელს კარიერის გაგრძელება "ბარსელონაში" სურს და ლონდონელთა წინადადებას მხოლოდ იმ შემთხვევაში დათანხმდება, თუ მისი "ბლაუგრანაში" ტრანსფერი არ შედგება.

ლევანდოვსკის "ბაიერნთან" კონტრაქტი კიდევ 1 წლით აკავშირებს. გასულ სეზონში პოლონელმა ყველა ტურნირზე 46 შეხვედრაში 50 გოლი გაიტანა და 7 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული