"ბარსელონას" ნახევარმცველ ფრენკი დე იონგის სამსახურით "ჩელსი" დაინტერესდა.
Relevo-ს ცნობით, "ჩელსი" მალე "ბარსელონას" კონკრეტული წინადადებით მიმართავს და კატალონიური კლუბი ამის შესახებ უკვე საქმის კურსშია.
ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ 25 წლის ნიდერლანდელით "მანჩესტერი" იყო დაინტერესებული, მაგრამ თავად ფეხბურთელმა ამ გუნდში გადასვლა არ ისურვა.
ფრენკი დე იონგმა გასულ სეზონში ლა ლიგის 32 მატჩში 3 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა გააკეთა.