ჯეიმი კარაგერი: რონალდო აღარავის არ სჭირდება

AutoSharing Option
"ლივერპულის" ყოფილმა მცველმა ჯეიმი კარაგერმა Sky Sports-თან "მანჩესტერის" თავდამსხმელ რონალდოზე ისაუბრა:

"მე ყოველთვის ვთვლიდი, რომ ეს უცნაური ტრანსფერი იყო. მუდამ მეგონა, მიუხედავად იმისა, რომ ადრე კარგად თამაშობდა, ეს მომენტი დადგებოდა. 2+1 სისტემის კონტრაქტი გაუფორმეს და ამის დაჯერება არ შემეძლო, ის ხომ მეორე ვიოლინოს როლზე არასოდეს დათანხმდებოდა. თუმცა კარიერის გარკვეულ ეტაპზე უნდა მიხვდე, რომ ის აღარ ხარ. პროფესიონალია და გრძელი კარიერა გამოუვიდა.

37 წლისაა, ამ სეზონში 38-ის გახდება. ის ძველი რონალდო უკვე აღარაა. ჯერჯერობით შესანიშნავი ბომბარდირია, მაგრამ ის აღარაა, რაც ადრე
იყო. შეიძლება ვცდები, მაგრამ არც ერთ კლუბს არ სურს. ახლა ყველაფერი ისე მოჩანს, რომ "მანჩესტერს" მისი თავიდან მოცილება არ შეუძლია, ვინაიდან ის ევროპაში არავის არ უნდა.

ჩემი აზრით, ტენ ჰაგს რომ ჰკითხოთ, გეტყვით, რომ რონალდო არ სჭირდება. დარწმუნებული არ ვარ, რომ "მანჩესტერის" ფეხბურთელებს მისი გუნდში ყოფნა სურთ".

მკითხველის კომენტარები / 14 /
არასდროს ვყოფილვარ რონალდოს თავგადაკლული ფანი მაგრამ რაც მან შეძლო თავის კარიერაში არც თუ ისეთი სუპერ ტალანტის საწყისებით უდიდესი პატივისცემის გარდა არაფერი დარჩენია მთელ მსოფლიოს
ჰელოუ
20:47 04-08-2022
1
ვინც რა უნდა თქვას,მაგრამ მე მაინც მგონია,სადაც ითამაშებს,იქ,ერთ სეზონს მაინც კიდევ მაგრად ითამაშებს და ბევრ გოლს გაიტანს.
სოსო
20:35 04-08-2022
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული