პრემიერლიგის პირველ ტურში "მანჩესტერი" სახლში 1:2 დამარცხდა "ბრაიტონთან".
დუბლი სტუმართა 31 წლის გერმანელმა ნახევარმცველმა გროსმა შეასრულა. მასპინძელთა გუნდის თავდამსხმელი რონალდო 53-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე, ერთხელ სცადა კარში დარტყმა, მაგრამ დაუბლოკეს. "იუნაიტედის" ახალმა მწვრთნელმა ტენ ჰაგმა თქვა, რომ კრიშტიანო ფორმაში ჩასადგომად თავდაუზოგავად შრომობს, რასაც დრო დასჭირდება.
შემდეგ შეხვედრას "მანჩესტერი" 13 აგვისტოს "ბრენტფორდთან" გამართავს.
მანჩესტერი. "ოლდ ტრაფორდი"
მანჩესტერი - ბრაიტონი 1:2
გოლები: 0:1 გროსი (30), 0:2 გროსი (39), 1:2 მაკ ალისტერი (68, საკ. კარში)