"მანჩესტერის" საშველი არ არის - რონალდო შეცვლაზე შევიდა

AutoSharing Option
პრემიერლიგის პირველ ტურში "მანჩესტერი" სახლში 1:2 დამარცხდა "ბრაიტონთან".

დუბლი სტუმართა 31 წლის გერმანელმა ნახევარმცველმა გროსმა შეასრულა. მასპინძელთა გუნდის თავდამსხმელი რონალდო 53-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე, ერთხელ სცადა კარში დარტყმა, მაგრამ დაუბლოკეს. "იუნაიტედის" ახალმა მწვრთნელმა ტენ ჰაგმა თქვა, რომ კრიშტიანო ფორმაში ჩასადგომად თავდაუზოგავად შრომობს, რასაც დრო დასჭირდება.

შემდეგ შეხვედრას "მანჩესტერი" 13 აგვისტოს "ბრენტფორდთან" გამართავს.

მანჩესტერი. "ოლდ ტრაფორდი"
მანჩესტერი - ბრაიტონი 1:2
გოლები: 0:1 გროსი (30), 0:2 გროსი (39), 1:2 მაკ ალისტერი (68, საკ. კარში)

მკითხველის კომენტარები / 4 /
ტიპი მილიარდელია და კიდე ამხელა ხელფასი უნდა ყველგან შეუძლია უხელფასოდ თამაში დაღუპეს ფეხბურთი ადრე რამხელა სიყვარული ვნება იყო ეხლა სკამზე ლპებიან ფულის გამო მესისა შეეძლო ბარსაში დარჩენა მინიმალურ ხელფასზე როგორც ობამეიანგს მარა არა წავიდა სიყვარული ფული ღირს მაგათთვის
გიორგი
23:31 07-08-2022
8
დაცვას მიხედე დაცვასსს. ასევე თავდასხმას ნახევარდაცვას ნი მეკარრს არაუშავს.
არა რუსეთს
19:57 07-08-2022
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული