რონალდოს შავი პერიოდი - კრიშტიანოს "მანჩესტერიდანაც" აგდებენ და ის უგუნდოდ რჩება?

AutoSharing Option
"მანჩესტერ იუნაიტედის" სუპერ ვარსკვლავ კრიშტიანო რონალდოს კარიერის საუკეთესო პერიოდი, რომ არ უდგას ეს ახალი ამბავი არაა.

პორტუგალიელს ზაფხულში კლუბის გამოცვლა სურდა, თუმცა მისმა აგენტმა ჟორჟე მენდეშმა ახალი სამსახური ვერ მოუძებნა და მას კვლავ "ოლდ ტრაფორდზე" დარჩენა მოუწია.

პრემიერ ლიგის ახალი სეზონი კი "წითელი ეშმაკებისთვის" და 38 წლის შემტევისთვისაც საშინლად დაიწყო.

ჯერ კიდევ პირველ ტურში "ბრაიტონთან" საშინაო მატჩში გუნდის მწვრთნელმა ერიკ ტენ ჰაგმა კრიშტიანო სათადარიგოთა შორის დატოვა, რადგან მას შეკრების დაწყებიდანვე არ გაუვლია გუნდთან წვრთნა და თანაც, ერთ-ერთი ამხანაგური მატჩის დასრულებამდე
მოედანი დატოვა.

ამით ნიდერლანდელმა მენეჯერმა პორტუგალიელს ანიშნა, რომ მისთვის ავტორიტეტი არ არსებობდა. 

სამაგიეროდ, ტენ ჰაგს რონალდო მე-2 ტურში გასვლაზე "ბრენტფორდთან" დასჭირდა, თუმცა ვეტერანმა ვარსკვლავმა ვერც იქ ივარგა და რაიმე სახეირო გააკეთა.

"მანჩესტერი" 0:4 განადგურდა, კრიშტიანომ კი შეხვედრის შემდეგ ტენ ჰაგს გვერდი აუარა, ზედაც არ შეხედა და ხელიც არ ჩამოართვა...

დღეს კი გავლენიანი ბრიტანული გამოცემა Sky Sports წერს, რომ "იუნაიტედის" ბოსებს პორტუგალიელის მსგავსი საქციელი ძალიან არ მოსწონთ.

ისინი მოვლენების განვითარებას დააკვირდებიან, თუ რონალდომ ცუდი ასპარეზობა და ცუდად მოქცევა გააგრძელა, "წითელი ეშმაკების" ბოსები მასთან კონტრაქტის გაწყვეტაზე მუშაობას დაიწყებენ.

ასეთ შემთხვევაში კი რონალდო უკლუბოდ რჩება. ბოლო ცნობებით მისი დამატება "მილანსა" და "ინტერს" შესთავაზეს, თუმცა "სან სიროს" ბინადართა გუნდებმა უარი განაცხადეს.

კრიშტიანოს დაბრუნება ყოფილ კლუბებს "იუვენტუსსა" და "რეალსაც" არ სურთ... მოკლედ, მსოფლიოს ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელისთვის აშკარად რთული პერიოდია, სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე კი კვლავ დიდი დროა დარჩენილი.
მკითხველის კომენტარები / 10 /
ჯუღელის გვარი არ იცის როგორც |ჩანს
zviadi
12:04 15-08-2022
0
ამპარტავანი ნარცისია და მაგიტომ არავის უნდა
REAL MADRID
13:02 15-08-2022
7

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული