საქართველოს თუ უკრაინის ნაკრების მეკარე? - "მანჩესტერი" არჩევანს გიორგისა და გეორგის შორის გააკეთებს?

AutoSharing Option
ჟურნალისტი ენდრიუ ტოდოსი ირწმუნება, რომ "მანჩესტერი" კიევის "დინამოსა" და უკრაინის ნაკრების მეკარის გეორგი ბუსჩანის გადაბირებიეთაა დაინტერესებული და გუშინ ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფის მატჩზე "დინამოსა" და "ბენფიკას" შორის სკაუტებიც ჰყავდა მივლენილი.

28 წლის კიპერი კიევური გუნდის აღზრდილია და მას უკრაინულ გუნდთან კონტრაქტი 2026 წლამდე აკავშირებს. იწერება იმის შესახებაც, რომ ბუსჩანის სამსახურით "ვესტ ჰემიცაა" დაინტერესებული.

მოგეხსენებათ, "წითელი ეშმაკების" სახელს საქართველოს ნაკრების მეკარე გიორგი მამარდაშვილსაც აქტიურად უკავშირებენ. შესაძლოა, "მანჩესტერმა" არჩევნი საქართველოსა და უკრაინის ნაკრებების მეკარეებიდან ერთ–ერთზე - გიორგისა და გეორგის შორისაც გააკეთოს...
მკითხველის კომენტარები / 11 /
სხვა წავიდეს ჩვენ არ გვინდა ჯერ ჯერობით მანჩესტერი მშვენიერია ვალენსია კიდე ცოტახანი სანამ უფრო ძლიერი ხასიათი არ ჩამოუყალიბდება ვალენსიაში ლიდერობას ავლენს გიორგი ხო და ამსე რო გააგრძელებს და ერთი ორად გაუძლიერდება თავის თავის რწმენა მერე უკვე მანჩესტერი კი არა ტოპ გუნდები წაიყვანენ
გიორგი
16:49 18-08-2022
2
იყოს იქ სადაც არის.მშვენიერ ქალაქში და ქვეყანაშია
კახა ქ.
23:25 18-08-2022
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული