"ნიუკასლი" სენსაციასთან ახლოს იყო - "მანჩესტერ სიტი" მარცხს გადაურჩა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
პრემიერ ლიგის მე-3 ტურში, "სენტ ჯეიმს პარკზე" ერთმანეთს "ნიუკასლი" და "მანჩესტერ სიტი" დაუპირისპირდნენ.

შეხვედრის მე-5 წუთზე ანგარიში "ქალაქელთა" კაპიტანმა ილქაი გიუნდოგანმა გახსნა, თუმცა ედი ჰაუს შეგირდები მეტოქის კართან უამრავ მომენტს ქმნიდნენ, პარაგვაელმა მიგელ ალმირონმა 28-ე წუთზე ანგარიში გაათანაბრა, მატჩის სადავეებს კვლავ "ნიუკასლი" აკონტროლებდა, კალუმ ვილსონის გოლით მასპინძლები შესვენებაზე უპირატესობით გავიდნენ.

54-ე წუთზე "ნიუკასლის" განაპირა მცველმა კირან ტრიპიემ ულამაზესი საჯარიმო დარტყმით გუნდი 2 ბურთიანი სხვაობით დააწინაურა, სვენ ბოტმანმა ნორვეგიელი ერლინგ ჰოლანდის შეჩერება ვერ მოახერხა და "სიტის" ახალწვეულმა პრემიერ ლიგის
მე-3 მატჩში მე-3 გოლი გაიტანა. ერლინგის გოლიდან 4 წუთში, კევინ დე ბრუინმა ბერნარდო სილვას ბრწყინვალე საგოლე გადაცემა გაუკეთა, პორტუგალიელმა შანსი ხელიდან არ გაუშვა და ანგარიში გაათანაბრა. მომენტები ორივე გუნდის კართან შეიქმნა, თუმცა შეხვედრა ფრედ 3:3 დასრულდა.

"მანჩესტერ სიტი" მომდევნო მატჩს "კრისტალ პალასის" წინააღმდეგ "ეტიჰადზე" გამართავს. "ნიუკასლი" კი 28 აგვისტოს "ვულვზს" ესტუმრება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული