ერლინ ჰოლანს ინგლისშიც ვერ აჩერებენ - ნორვეგიელმა "ნოტინგემთან" ჰეთ-თრიკი შეასრულა [VIDEO'

AutoSharing Option
AUTO PLAY
გუშინ პრემიერლიგის მე-5 ტურის შეხვედრები გაიმართა, "ეტიჰადზე" "მანჩესტერ სიტიმ" "ნოტინგემ ფორესტს" უმასპინძლა და 6:0 გაანადგურა.

მორიგი გამორჩეული შეხვედრა ჩაატარა "ქალაქელთა" ახალწვეულმა ერლინ ჰოლანმა. ნორვეგიელმა 38 წუთში ჰეთ-თრიკი შეასრულა. შეხვედრის მეორე ნახევარში დუბლი შეასრულა არგენტინელმა ხულიან ალვარესმა, ასევე თავი გამოიჩინა ჟოაო კანსელომ.

გვარდიოლას გუნდმა ამ გამარჯვებით 13 ქულა დააგროვა და სატურნირო ცხრილში მე-2 პოზიციას იკავებს. 3 სექტემბერს "სიტი" "ასტონ ვილას" ესტუმრება.
მკითხველის კომენტარები / 3 /
ჰაალანდი კიარა ხვედელიძეა ჩემს თვალში კაი ხანია :)
შეტევა
12:21 01-09-2022
2
სიტიმ მონსტრი იყიდააა. იმედია არ ჩააგდებს და 30 გოლზე ავააა
არა რუსეთს
13:23 01-09-2022
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული