ჰარი კეინმა პრემიერ ლიგის რეკორდი დაამყარა

AutoSharing Option
ინგლისის პრემიერ ლიგის მე-9 ტურში "ტოტენჰემი" გასვლაზე "არსენალს" დაუპირისპირდა და 1:3 დამარცხდა.

"დეზების" მხრიდან ერთადერთი გოლის ავტორი ჰარი კეინი გახდა, რითაც მან რეკორდი დაამყარა.

29 წლის თავდამსხმელს პრემიერ ლიგაში სტუმრად ჩატარებულ შეხვედრებში 100 გოლი მოუგროვდა, რაც პრემიერ ლიგის რეკორდია.

კეინმა "მეთოფეებს" პენალტიდან გაუტანა და ჩრდილო ლონდონური დერბის ისტორიაში გახდა ყველაზე მეტი თერთმეტმეტრიანის შემგდები.
მკითხველის კომენტარები / 2 /
დიდი რამე... ეს იტალიაში, ესპანეთში ან გერმანიაში უნდა დაამყარო!
ლაშა
12:02 02-10-2022
6

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული