პრემიერლიგის მე-12 ტურში "მანჩესტერ იუნაიტედმა" "ტოტენჰემს" უმასპინძლა და 2:0 დაამარცხა.
უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ "წითელი ეშმაკების" მხრიდან გოლები ფრედმა (47) და ბრუნომ (69) გაიტანეს. მიუხედავად წაგებული მატჩისა, გამოსარჩევია "მამლების" მეკარის, უგო ლორისის ბრწყინვალე თამაში. რომ არა ფრანგი მეკარე, "ტოტენჰემი" გაცილებით დიდი სხვაობით განადგურდებოდა.
10 თამაშის შემდეგ "იუნაიტედს" 19 ქულა აქვს და მე-5 ადგილს იკავებს, 22 ოქტომბერს კი "ჩელსის" ესტუმრება.
"ტოტენჰემი" 11 ტურის შემდეგ 23 ქულით მე-3 პოზიციაზეა, შემდეგი ტურის მატჩს 23 ოქტომბერს "ნიუკასლთან" ჩაატარებს.