რონალდო "მანჩესტერის" პირველი გუნდიდან მოკვეთეს

AutoSharing Option
როგორც უკვე გაცნობეთ, "მანჩესტერის" თავდამსხმელმა რონალდომ "ტოტენჰემთან" მატჩის დასასრულს დატოვა სტადიონი. "დეილი მეილის" ცნობით, იქამდე მან შეცვლაზე შესვლაზე უარი განაცხადა.

"იუნაიტედის" მწვრთნელმა ერიკ ტენ ჰაგმა პორტუგალიელს გუნდთან ერთად ვარჯიში აუკრძალა და ინდივიდუალურად მოუწევს მუშაობა.

კრიშტიანო პრემიერლიგის მე-13 ტურში "ჩელსისთან" ვერ ითამაშებს.

ინგლისში რონალდოს საქციელმა აღშფოთება გამოიწვია. "ასტონ ვილას" ყოფილმა თავდამსხმელმა გაბრიელ აგბონლაჰორმა თქვა, რომ 37 წლის რონალდო განებივრებული ბავშვივით სამარცხვინოდ იქცევა და "მანჩესტერი" მის გარეშე უკეთ თამაშობს.

მკითხველის კომენტარები / 34 /
რაკომენტარებია გეგონება გარტყმაში არხართ არაფრის რაა, ზაფხულში გაქცევაზე როიყო და გუნდს არ გაყვა შეკრებაზე ოჯახური პრობლემები რო მოიმიზეზა ეგ არაფერი? რაიოსთან თამაშში რო სახლში მოხია ეგ არაფერი? ტოტენჰემთან რო შემოსვლა არ ისურვა ცვლილებაზე ეგ არაფერი? ბევრი მწვრთნელი გუნდიდან გააგდებდა საერთოდ. რონალდოს პირველ რიგში გუნდისთვის და გულშემატკივრისთვის უნდა ეცა პატივი მარა ყველა დაიკიდა, ბავშობიდან მევასებოდა მაგის მაისურით ვთამაშობდი ხოლმე ეზოში ფეხბურთს მარა ესეთი საქციელი მეტისმეტია უკვე გუნდე მაღლა არავინ არ დგას.
დათო
20:23 21-10-2022
1
რონალდოს საქციელი მართლაც, რომ დასაგმობია. ვარსკვლავები ესე არ უნდა იქცეოდენ, რადგან ისინი ბევრი ბავშვისთვის მისაბაძია და ესეთი საქციელი ნამდვილად არ არის სამაგალითო. ყოჩაღ მწვრთნელს. თავში არ უნდა აუვარდეს ნამდვილად არავის.
თემური
19:22 21-10-2022
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული