რონალდო "მანჩესტერის" პირველი გუნდიდან მოკვეთეს

AutoSharing Option
როგორც უკვე გაცნობეთ, "მანჩესტერის" თავდამსხმელმა რონალდომ "ტოტენჰემთან" მატჩის დასასრულს დატოვა სტადიონი. "დეილი მეილის" ცნობით, იქამდე მან შეცვლაზე შესვლაზე უარი განაცხადა.

"იუნაიტედის" მწვრთნელმა ერიკ ტენ ჰაგმა პორტუგალიელს გუნდთან ერთად ვარჯიში აუკრძალა და ინდივიდუალურად მოუწევს მუშაობა.

კრიშტიანო პრემიერლიგის მე-13 ტურში "ჩელსისთან" ვერ ითამაშებს.

ინგლისში რონალდოს საქციელმა აღშფოთება გამოიწვია. "ასტონ ვილას" ყოფილმა თავდამსხმელმა გაბრიელ აგბონლაჰორმა თქვა, რომ 37 წლის რონალდო განებივრებული ბავშვივით სამარცხვინოდ იქცევა და "მანჩესტერი" მის გარეშე უკეთ თამაშობს.

მკითხველის კომენტარები / 34 /
მიუხედავად იმისა,რომ მწვრთნელს უნდა სცე პატივი, ეხლა რა უნდათ რონალდოსგან?! ეს რონალდოა, ვიღაცა გუშინდელი ბავშვი კი არა! ითხოვს ეს ადამიანი დამსახურებულ ადგილს! მოკლე მეხსიერება ჰქონია იუნაიტედის შეფებს!
ლაზი აზნაური არზნევ მუსკია
23:26 20-10-2022
15
აბა სად მესი და სად ეს. მესისთან ვერც თამაშით მივა ახლოს და ვერც კაცობით / თავმდაბლობით.

მესისტი არ ვარ. ხვჩისტი ვარ ))
ხვიჩისტი
22:05 20-10-2022
41

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული