მოედანს მიღმა ყველაფერი მშვენივრადაა - კარიუსი და დილეტა ლეოტა ერთმანეთს ჰყვარობენ

AutoSharing Option
The Sun-ის ინფორმაციით, "ნიუკასლის" მეკარე ლორის კარიუსს ახალი მეგობარი გოგონა ჰყავს და ის ცნობილი იტალიელი სპორტული ჟურნალისტი დილეტა ლეოტაა.

თურმე, ლეოტა იტალიელ მოდელ მამაკაც ჯაკომო კავალის დაშორებია, ინგლისურის შესწავლა დაუწყია, რათა თავის ახალ სიყვარულთან ურთიერთობა უფრო კარგად შეძლოს.

მოგეხენებათ, კარიუსი 2018 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალის შემდეგ კარიერულ დაღმასვლას განიცდის, რასაც ვერ ვიტყვით პირად ცხოვრებაზე.

გერმანელი ახლა "ნიუკასლის" სათადარიგო კიპერია, იქამდე კი "უნიონისა" და "ბეშიქთაშის" ღირსებასაც იცავდა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული