"მანჩესტერის" მწვრთნელი ერიკ ტენ ჰაგი თავდამსხმელ რონალდოს ესაუბრა და პირველ გუნდში დააბრუნა. დღეს მან ძირითად შემადგენლობასთან ერთად ივარჯიშა.
პორტუგალიელი "შერიფთან" ჩემპიონთა ლიგის მატჩის განაცხადში იქნება.
Sky Sports-ი იტყობინება, რომ 37 წლის კრიშტიანო შეიძლება იტალიაში დაბრუნდეს, სადაც კვლავ ეპატიჟება "ნაპოლი". თუმცა, "სანის" მტკიცებით, რონალდოს უფრო "ჩელსიში" გადასვლა სურს და მზადაა ამისათვის ხელფასის შემცირებაზე დათანხმდეს.