"მანჩესტერმა" რონალდოს პირობები წაუყენა

AutoSharing Option
"მანჩესტერის" დუბლებში გადაყვანილ 37 წლის თავდამსხმელ რონალდოს მწვრთნელი ერიკ ტენ ჰაგი მხოლოდ იმ შემთხვევაში დააბრუნებს პირველ გუნდში, თუ როტაციის ფეხბურთელობას დათანხმდება, - იტყობინება The Athletic-ი.

ამასთან დაკავშირებით ტენ ჰაგი პორტუგალიელს გაესაუბრება და შემდეგ მიიღებს გადაწყვეტილებას.

გამოცემის ცნობით, კლუბი რონალდოს გაშვებას შეეცდება და კონტრაქტის გაწყვეტას კომპენსაციის გადახდის გარეშე, ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე შესთავაზებს.

თუ რონალდო გაუშვა, "იუნაიტედი" მის შემცვლელს არ შეიძენს.

კრიშტიანომ ამ სეზონში პრემიერლიგის 8 მატჩში 1 გოლი გაიტანა.

მკითხველის კომენტარები / 14 /
ეს დენ ჰააგია თუ ჯანდაბა, უნდა დაამტკიცოს რომ ფერგიუსონია. არადა უმდაბლესი მწვრთნელია. თქვენ მოგწონთ თუ არ მოგწონთ რონალდო მანჩესტერის და რეალის ლეგენდაა. მას იმდენი აქვს გაკეთებული ამ გუნდისთვის რომ ასეთ მოპყრობას არ იმსახურებს, თანაც მას კიდევ შეუძლია თამაში მაღალ დონეზე. მესი ყოველთვის მეორეა. ოქროს ბურთები არაფერს ნიშნავს, ბოლოს მიცემული ოქროს ბურთის პრიზი ხომ სასაცილოა. მე მესიც მომწონს, არავინ იფიქროს რომ მეჯავრება, მაგრამ სიმართლე ეგაა. თანაც ბარსელონას ქომაგი ვიყავი. სანამ ჩვენი ბრილიანტი ნაპოლში გადავიდოდა
დავით 67
18:09 25-10-2022
11
სასწრაფოდ უნდა ჩაერთოს ამ საქმეში ბაია პატარაია...
დდდ
15:02 25-10-2022
8

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული